სასამართლომ "საიას" სარჩელი "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.საიას იურისტის სულხან სალაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია ისტორიულ ლანდშაფტის დაცვის ზონაში "პანორამა თბილისის" ობიექტების მშენებლობას აპროტესტებდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.