სასამართლომ "თეთრი ხმაურის" დამფუძნებელი ბექა წიქარიშვილი ნარკოდანაშაულში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, წიქარიშვილს წარდგენილი ბრალი მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვაში გადაუკვალიფიცირდა, რაც ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს. ბექა წიქარიშვილს სამართალდამცველები ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ.