თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაცხადდა აქცია-პერფორმანსი გაიმართა. რურუას მეგობრები და მხარდამჭერები მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილის გათავისუფლებას ითხოვნენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ გიორგი რურუას პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს.