ქართველებს ვერ ამონებდნენ, ისინი სიკვდილსაც გმირულად ხვდებოდნენ. ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებას, ტირანები, მათი წამებისა და ოჯახის წევრების განადურებით აღწევდნენ. განადგურების მრავალ ათასიან სიაში იყო, ქუთაისელი მეცენატის, აპოლონ დათეშიძის მრავალრიცხოვანი ოჯახიც.
დღეს, თითქმის აღარავის ახსოვს ამ გვარის წამომადგრენელთა, ქვეყნის წინაშე გაწეული შეუფასებელი დიდი ღვაწლი. იყო დრო, როცა დათეშიძეები, ისეთ ცნობილ ქართველ მეცენატებთან ერთად მოიხსენიებდნენ, როგორიცაა სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, ხოშტარია, ლაღიძე და სხვები. საქართველოს არქივებში გაბნეულია სხვადასხვა დოკუმენტაცია, სადაც დათეშიძეების შესახებ მცირე ცნობებია დაცული. ერთ-ერთი ასეთია, სააქტო ქაღალდი მარკებითა და გერბიანი ბეჭდით, სადაც ვკითხულობთ, რომ ქუთაისელი მეცენატი, რაჟდენ დათეშიძე მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდნილ თბილისის ოპერის თეატრს, ერთი სეზონისათვის - 1918 წლიდან 1919 წლის 15 მაისის ჩათვლით, საჭირო ფინანსურ დახმარებას, 25 000 ოქროს მანეთს ჩუქნის. მიზანი ერთი იყო, დასი დაშლას, ხოლო თვით თეატრი - დახურვას გადარჩენოდა.