17:01
1 ივნისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
საშიში და მომწამვლელი ნივთიერებები ბავშვის საფენებში - ერთ-ერთი კანცეროგენი 4-ჯერ ზრდის სიმსივნის რისკს, ახდენს მამრობითი სქესის ჰორმონების რეცეპტორების ბლოკირებას
31-01-2019

საფრანგეთის ეროვნული ჯანდაცვის სააგენტოს ექსპერტების განცხადებით, ბავშვის საფენებში საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს, რომლებიც დასაშვებ ნორმას აღემატება. საფრანგეთის ხელისუფლებამ ტექნოლოგიის გადახედვა და ამ ნივთიერებების წარმოებიდან ამოღება უკვე მოითხოვა. ისინი უკვე 50 წელია ეტაპობროვად აკვირდებიან საფენების შემცველობას, წელს კი შემადგენლობა იმდენად საშიში აღმოჩნდა, რომ სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია ბავშვისთვის.

ზოგადი კვლევის თანახმად, 3 წლამდე ასაკის ბავშვი იყენებს დაახლოებით, 4 000 მდე საფენს, შესაბამისად, საფენები აბსოლუტურად უვნებელი უნდა იყოს. კვლევაში არ არის ნათქვამი კონკრეტულად რომელ ბრენდებზე ჩაატარეს გამოკვლევა, ეს ინფორმაცია არ არის საჯარო. ყველა ის ბრენდი კი, რომელიც საფრანგეთში იყიდება, შესაძლოა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იყიდებოდეს. აღმოჩენილმა ნივთიერებებმა შესაძლოა დააზიანოს კანი, გამოიწვიოს ალერგია, ან უფრო სერიოზული შინაგანი პრობლემები. აღმოჩენილ ნივთიერებებს შორის იყო ნახშირწყალბადები, დიოქსინები და ფურანები, ასევე გლიფოსატი.
 
მსოფლიო ჯანდაცვის არაერთ მოხსენებაში არის ნათქვამი, რომ გლიფოსატი სერიოზული კანცეროგენია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ გლიფოსატის მიღების დროს მისი 15%-30% შეიწოვება ორგანიზმის მიერ. მისი აღმოჩენა შესაძლებელია სისხლსა და ქსოვილებში და დადასტურებულია, რომ მას შეუძლია პლაცენტის გავლით გადაეცეს ნაყოფს ორსულობის დროს.

დადასტურებულია ასევე, რომ გლიფოსატი იწვევს ადამიანის ენდოკრინული სისტემის დარღვევას, რამაც შესაძლოა შეუქცევადი ეფექტები გამოიწვიოს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მაგალითად ორსულობის დროს. ვირთაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენა, რომ მამრ ნაშიერებს ტესტოსტერონის შემცველობა დარღვეული ჰქონდათ. უჯრედული კულტურების შესწავლამ კი უჩვენა, რომ გლიფოსატი ახდენს მამრობითი სქესის ჰორმონების რეცეპტორების ბლოკირებას, და იგი თრგუნავს ესტროგენის გამომუშავებას. რამდენადაც გლიფოსატი გავლენას ახდენს ადამიანის ჰორმონულ სისტემაზე, მისი ნებისმიერი დოზა შესაძლოა რისკის შემცველი იყოს. მისი ორგანიზმში გამოყენება 4 ჯერ ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს.

საფრანგეთის ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ საფენების გამოყენებისგან ბავშვებში, სანამ გაყიდვიდან სრულად არ ამოიღებენ აღნიშნული ქიმიკატებით გაჯერებულ საფენებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები