როგორც ეკზიუპერი იტყოდა ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ... და ალბათ შობაც ზუსტად ის პერიოდია, როცა ყველას ბავშვობაში გვინდა დაბრუნება... ჰოდა, მოდით, ეს სადღესასწაულო დღეები მაქსიმალურად გავამდიდროთ შაქარყინულის გემოთი, ბრჭყვიალა ნაძვის ხის სათამაშოებით და ფერებით - რომელიც ყველაზე უზრუნველ ხანაში გავბრუნებს. PalitraNews-ის რუბრიკა "კინო" საშობაო ანიმაციურ ფილმებს წარმოგიდგნეთ.