სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში დაჭრილ 20 წლის სამხედრო მოსამსახურეს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მეორე ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განაცხადეს, პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 29 დეკემბერს, ხაჩატურ მანკასარიანმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, კერძოდ, მე-17 პენიტენციური დაწესებულების სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დრომდე რჩება.