საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" შეძახილებით შეაცილეს. აქტივისტებმა მას სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე "ქორთიარდ მარიოტში" რეგიონალურ საპარლამენტო კონფერენციაზე დასასწრებად მივიდა. მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა კობახიძეს მონა უწოდეს. კობახიძეს მომხდარ ინციდენტზე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.