ბოლო 6 დღის განმავლობაში, კორონავირუსის გამო, საქართველოში სასტუმროებს ჯავშნების 90%-მდე გაუუქმდათ. ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა განაცხადა. შალვა ალავერდასვილის განცხადებით, ინდუსტრია თითქმის გაბანკროტების ზღვარზეა. მისივე თქმით, გარდა თანამშრომლების შესაძლო შემცირების საკითხისა, პრობლემას წარმოადგენს ბანკებთან ურთიერთობაც და შექმნილი ვითარების ფონზე სესხების დაფარვა, ასევე ქონების გადასახადის გადახდა.