ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით, თბილისში წინასწარ დაანონსებულ ადგილებზე სასულიერო პირები და მრევლი შეიკრიბა. მოქალაქეებმა შეკრება დაიწყეს ფილარმონიასთან, ოპერის თეატრთან, ვარდების სკვერში, პარლამენტთან და პუშკინის სკვერში. სასულიერო პირებსა და მრევლს საქართველოს დროშები და პლაკატები აქვთ მიტანილი, მათ შორის ბანერი წარწერით „ოჯახი - კაცობრიობის გონივრული მონაპოვარი“. ცალკეულ ადგილებში ხატებია დაბრძანებული. ასევე მოწყობილია მინი სცენები, სადაც ცოტა ხანში რეგიონებიდან ჩამოსული ხალხური სიმღერების ანსამბლების მონაწილეობით კონცერტები გაიმართება. კონცერტების დაწყებამდე, ყველა აღნიშნულ ლოკაციაზე სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხადეს.