ადამიანების უმეტესობა დღის უდიდეს ნაწილს სამსახურში ან სახლის გარეთ ატარებს, მაშინ როდესაც მისი შინაური ცხოველი მარტოა შინ. იმისთის რომ თქვენმა ოთხფეხმა მეგობარმა არ მოიწყინოს მანამ სანამ თქვენ არ იმყოფებით სახლში ან სხვა საქმით ხართ გართული, გამოიგონეს ინოვაციური სათამაშო, რომელსაც ძვლის ფორმა აქვს. როგორც ამბობენ, Wickedbone ეს არის ძვლის ფორმის სათამაშო, რომელიც ხელს უწყობს ცხოველის ფიზიკურ აქტივობას და მას სტიმულს მატებს. მისი შემქმნელების თქმით, ჭკვიანი სათამაშო კარგ კომპანიონობას გაუწევს თქვენს ძაღლს და მას მოწყენის საშუალებას არ მისცემს. სათამაშო სმარტფონს ბლუთუზის მეშვეობით უკავშირდება. პატრონს შეუძლია მისი მართვა და საკუთარ ოთხფეხა მეგობართან თამაში. სათამაშოს 9 თამაშის რეჟიმი აქვს, შესაბამისად შინაურ ცხოველს არ მოწყინდება მასთან თამაში. მოწყობილობას შეუძლია ხტუნვა, ბზრიალი და სხვადსხვა მიმართულებით მოძრაობა. როცა ძაღლი გარბის, სათამაშო უკან მისდევს, ხოლო როცა ძაღლი მას დაიჭერს, ის უსხლტება და მიგორავს. როდესაც ცხოველი მას აიგნორებს, სათამაშო მას იწვევს და ძაღლშო თამაშის სურვილს აღძრავს. როგორც ამბობენ, სათამაშოს უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის სხადასხვანაირად რეაგირებს, რაც ცხოველს ცოცხალ არსებასთან თამაშის ილუზიას უქმნის. სათამშო ძვალს აქვს სენსორული სისტემა და შეხების დროს ის სხვადასხვა საპასუხო მოძრაობებს აკეთებს. მისი ჭკვიანი სისტემის დამსახურებით , როცა თქვენ დაკავებული ხართ, მოწყობილბას დამოუკიდებლად შეუძლია გაართოს თქვენი მეგობარი. სათამაშო ხელსაწყოს გამოყენება შეიძლება ისევე როგროც სახლში ასევე გარეთ. ის გამძლეა, ადვილად იშლება და ირეცხება. მწოყობილობას აქვს სენსიტიური სისტემა და შეუძლია ცხოელთან კომუნიკაციის დამყარება. Wickedbone მობილური აპლიკაციით იმართება. მას ასევე აქვს ავტომატური თამაშის რეჯიმი, რომელიც ზრუნავს შინაური ცხოველის განწყობასა და ფიზიკურ აქტიურობაზე მთელი დღის განმავლობაში. მოწყობილობის მართვა დისტანციურად არის შესაძლებელი. პატრონს წინასწარ შეუძლია სათამაშოს დაპროგრამება და სამსახურში მშვიდად მუშაობა. კომპანიის მიზანია, გამოგონების მეშვეობით შინაური ცხოველების ცხოვერბა უფრო საინტერესიო და მარავლფეროვანი გახადოს და პატრონთან კომუნიკაციის დეფიციტი შეავსოს. ძვლის ფორმის სათამაშო ხელს უწყობს ცხოველის ფიზიკურ აქტივობასსათამაშო ართობს და ზრუნავს ცხოველის განწყობაზემოწყობილობა სმარტფონის აპლიკაციით იმართება