2016 წელს სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე სასამართლოებში 401 შუამდგომლობა შევიდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" მიერ შსს-დან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, 401 შუამდგომლობიდან სასამართლოებმა 315 სრულად, 30 კი ნაწილობრივ დააკმაყოფილეს. სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე საგამოძიებო უწყებებს უარი 56-ჯერ ეთქვათ. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი შუამდგომლობა დედაქალაქის სასამართლოებში შევიდა. სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 299 შუამდგომლობიდან 240 სრულად, 26 კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.