მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 200 ათასი ტონით გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ივნისში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 18 მილიონ 200 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 18 მილიონი ტონა იყო.სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 4 მილიონ 800 ათასი მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-ივნისში 172 მილიონი მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს ციფრი 167 მილიონ 200 ათასი იყო.საანგარიშო პერიოდში 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 200 ათასი ტონით გაიზარდა და 8 მილიონ 100 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 7 მილიონ 900 ათასი ტონა იყო.ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 69 ათას 90 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 284 ათას 147 კონტეინერი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 215 ათას 57 კონტეინერი გადამუშავდა.