16:23
9 დეკემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა
19-11-2019

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 500 ათასი ტონით გაიზარდა.

კერძოდ, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 30 მილიონ 600 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 30 მილიონ 100 ათასი ტონა იყო.

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 8 მილიონ 500 ათასი  მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-სექტემბერში 317 მილიონ 400 ათასი მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2018 წლის იანვარ-სექტემბერში კი ეს ციფრი 308 მილიონ 900 ათასი იყო.

2019 წლის იანვარ-სექტემბერში 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა მილიონ 400 ათასი ტონით გაიზარდა და 12 მილიონ 600 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 11 მილიონ 200 ათასი ტონა იყო.

ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 129 ათას 387 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 459 ათას 552 კონტეინერი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 330 ათას 165 კონტეინერი გადამუშავდა.

AutoPlay
წინასწარი მონაცემებით, მე-3 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 13.7%-ით არის გაზრდილი
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, "სექტორული უნარების ორგანიზაცია" ჩამოყალიბდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
წიაღისეულის მოპოვების დაცვის მიზნით კვიპროსმა ჰააგის სასამართლოს მიმართა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
IKEA 2020 წლისთვის იმაზე მეტი ენერგიის გამომუშავებას აპირებს, ვიდრე მოიხმარს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ევროკავშირმა მის ტერიტორიაზე სტაბილური კრიპტოვალუტების გამოყენება აკრძალა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
დონალდ ტრამპი არ აკონკრეტებს, გაუზრდის თუ არა ჩინეთს ტარიფებს 15 დეკემბრიდან
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები