მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 300 ათასი ტონით გაიზარდა.კერძოდ, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 25 მილიონ 800 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 25 მილიონ 500 ათასი ტონა იყო.სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 7 მილიონ 100 ათასი მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-აგვისტოში 259 მილიონ 400 ათასი მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2018 წლის იანვარ-აგვისტოში კი ეს ციფრი 252 მილიონ 300 ათასი იყო.2019 წლის იანვარ-აგვისტოში 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 800 ათასი ტონით გაიზარდა და 10 მილიონ 900 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 10 მილიონ 100 ათასი ტონა იყო.ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 108 ათას 580 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 399 ათას 795 კონტეინერი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 291 ათას 215 კონტეინერი გადამუშავდა.