2020 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 300 ათასი ტონით გაიზარდა.
კერძოდ, 2020 წლის იანვარში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 3 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 2 მილიონ 700 ათასი ტონა იყო.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2019 წლის იანვართან შედარებით 500 ათასი მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ თვეში 26 მილიონ 800 ათასი მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2019 წლის იანვარში კი ეს ციფრი 26 მილიონ 300 ათასი იყო.
2020 წლის იანვარში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 300 ათასი ტონით გაიზარდა და მილიონ 600 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის იანვარში მილიონ 300 ათასი ტონა იყო.
ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 11 ათას 15 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, იანვარში 56 ათას 409 კონტეინერი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 45 ათას 394 კონტეინერი გადამუშავდა.