Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანია Saudi Aramco მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს ყიდულობს. აღსანიშნავია, რომ ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი Jamnagar, რომლის შეძენასაც Saudi Aramco აპირებს, ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და მსოფლიოში არსებული ნავთობის აქციების 20%-ს ფლობს. კომპლექსი 75 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.ამ ეტაპზე ქარხანას კომპანია Reliance Industries ფლობს და ყოველდღიურად 1 მილიონ 200 ათას ბარელ საწვავს გადაამუშავებს. საუდის არაბეთს ქარხნის შეძენის შემდეგ 2030 წლისთვის დღეში 10 მილიონი ბარელის საწვავის გადამუშავება აქვს დაგეგმილი.