საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია "საუდი არამკო" დარწმუნებულია, რომ ქალაქ ხურაისში დაბომბილი ერთ-ერთი ობიექტიდან ნავთობის მოპოვება-მიწოდებას თვის ბოლოსთვის სრულად აღადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
ნავთობის მიწოდების განახლებისათვის საჭირო მოწყობილობები კომპანიამ უკვე გამოიწერა აშშ-დან და ევროპიდან. ამასთანავე, "საუდი არამკომ" ჟურნალისტები მიიწვია დაზიანებულ ობიექტზე და დაათვალიერებინა სარემონტო სამუშაოები.
"ჩვენ დღედაღამე ვმუშაობთ", - განუცხადა ჟურნალისტებს "საუდი არამკოს" გენერალურმა დირექტორმა ფაჰად აბდულკარიმმა.
აღსანიშნავია, რომ თავდასხმის გამო, საუდის არაბეთში ნავთობის წარმოება დღეში 5.7 მილიონი ბარელით შემცირდა, რაც მსოფლიო ნავთობის გლობალური მიწოდების 5 პროცენტია.