საუდის არაბეთმა მოკლე დროში მოახერხა აღედგინა ნავთობტერმინალებზე დრონების შეტევამდელ მაჩვენებელზე წარმოება. ამის შესახებ სამეფოს ენერგეტიკის მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისივე თქმით, Aramco კლიენტებთან ყველა მის ვალდებულებას მიმდინარე თვეს შეასრულებს და აამუშავებს სტრატეგიულ მარაგებს.ცნობისთვის, საუდის არაბეთის სანავთობო ტერმინალებზე საჰაერო შეტევის შედეგად საუდის არაბეთში ნავთობწარმოება განახევრდა, თუმცა, ბოლო ორ დღეში ვითარება გამოსწორდა და წარმოება ჩვეულ დონეს დაუბრუნდა. ქვეყნის სანავთობო ბაზარი სრული სიმძლავრით სექტემბრის ბოლოდან ამუშავდება და დღე-ღამეში 11 მილიონ ბარელს, ხოლო ნოემბრის ბოლოსთვის 12 მილიონ ბარელს გაუტოლდება. ამ დროისთვის სამეფო 10 მილიონ ბარელს აწარმოებს.