16:37
26 ნოემბერი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
საუდის არაბეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - ისლამის ტერორიზმთან დაკავშირების ნებისმიერ მცდელობას ვგმობთ
27-10-2020

საუდის არაბეთი ისლამის ტერორიზმთან დაკავშირების ნებისმიერ მცდელობასა და წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხმყოფელ კარიკატურებს გმობს, - „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, ძალადობა და ექსტრემიზმი მშვიდობიანი თანაარსებობის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

ამასთან, საფრანგეთის წინააღმდეგ ერაყში, თურქეთსა და ღაზას სექტორში საპროტესტო აქციები გაიმართა. საფრანგეთსა და ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ დაიძაბა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პარიზის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგის მკვლელობის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ის „ისლამისტური სეპარატიზმის“ წინააღმდეგ იბრძოლებს. მისივე თქმით, "ისლამისტური სეპარატიზმი" საფრთხეს უქმნის საფრანგეთს, რადგან იგი ყველაფერზე მაღლა საკუთარ კანონებს აყენებს.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქებს მოუწოდებს, ფრანგულ პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადონ. ბოიკოტის შესახებ განცხადება რამდენიმე არაბულმა სავაჭრო ასოციაციამაც გააკეთა.

AutoPlay
მოიხსნება თუ არა ახალი წლის დღეებში ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები?
გამოქვეყნდა 36 წუთის წინ
რა პერიოდში იქნება ზამთრის კურორტები დახურული?
გამოქვეყნდა 47 წუთის წინ
როგორ დაეხმარება მთავრობა ტურიზმის სექტორს და სარესტორნო ბიზნესს? - გიორგი გახარია განცხადებას აკეთებს
გამოქვეყნდა 54 წუთის წინ
კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ვინ მიიღებს 100-ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში?
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ვაწესებთ იმავე სახის დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის დროს, ეს არის 300 ლარი - გიორგი გახარია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები