მსოფლიო ფაუნა არასდროს უჩიოდა მითების, ლეგენდების სიმცირეს და გამონაკლისი არც თოლიაა. ხმელთაშუა ზღვის ხალხთა თქმულების თანახმად, ოდესღაც ფრინველი ულამაზესი ქალწული იყო, რომელიც ბოროტმა ჯადოქარმა მოაჯადოვა და ვარდის ფოთლებით შეფერილ წყალში ჩაძირა. თუმცა, უმანკო გოგონას სული ჩიტად გარდაისახა, ცაში აფრინდა და გზააბნეული ზღვაოსნების მხსნელად იქცა.რა თქმა უნდა, თანამედროვე თოლია, რომელიც არაფერს თაკილობს საყვარელი საკვების მოსაპოვებლად, არც თქმულების მამაც წინაპარს ჰგავს, არც მის კეთილ ზრახვებს იზიარებს. მეტიც, საკმაოდ წარმომადგენლობით ოჯახში გაერთიანებულმა 50-მდე სახეობამ, სახელი პირველ რიგში ანჩხლი და ჭირვეული ხასიათით გაითქვა. მართალია, საუკეთესო მეთევზე და გამოცდილი მყვინთავი თოლია, მთელ მსოფლიოში ვრცელდება და ნებისმიერი პლაჟის ბატონ-პატრონობაზე აცხადებს პრეტენზიას, მაგრამ მცდარია მოსაზრება, თითქოს ფრინველი მხოლოდ სანაპირო ზოლსა და პელაგიალურ ზონაში ბინადრობს, რადგან სინამდვილეში თოლია ერთნაირად კომფორტულად გრძნობს თავს როგორც ჭაობიან ადგილებსა და წყალსატევებთან ახლოს, ისე სასოფლო-სამეურნეო მინდვრებზე, სანაპიროსგან მოშორებულ ქალაქებში და მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში, უნაყოფო უდაბნოებსა და ხშირ ჯუნგლებში ერიდება დაბინავებას. თქმულების თანახმად, ოდესღაც ულამაზესი ქალწული იყო, რომელიც ბოროტმა ჯადოქარმა მოაჯადოვა და ვარდის ფოთლებით შეფერილ წყალში ჩაძირა. უმანკო გოგონას სული ჩიტად გარდაისახა, ცაში აფრინდა და გზააბნეული ზღვაოსნების მხსნელად იქცა.