თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში ახალი კორონავირუსის ინფექციით მოთავსებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მისივე განმარტებით, ერთ-ერი პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, მეორე პაციენტს კი უახლოეს დღეებში მოხსნიან ასევე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან.
რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში ახალი კორონავირუსის ინფექციით მოთავსებული პირველი პაციენტის ჯანმრთელობის მგომარეობა გაუმჯობესდა და კლინიკა შესაძლოა, მალე დატოვოს. რატიანის ინფორმაციით, ქალს ჩაუტარდა ანალიზი, პირველადი ტესტით ვირუსი არ დაუდგინა, ხოლო განმეორებითაც, თუ პასუხი უარყოფითი იქნება, პაციენტი პროტოკოლის დაცვით გაეწერება.