სავალუტო ფონდი 2017 წლის ბიუჯეტსა და მომავალი საშუალოვადიანი პერიოდის საბიუჯეტო გეგმებს მხარს უჭერს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის თაობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პირველი კომენტარი უკვე გააკეთა.