პოლიტიკურ წრეებში საზოგადოებრივ მაუწყებელს აკრიტიკებენ. რეორგანიზაციისა და გადაცემების შესაძლო დახურვის საკითხს პარლამენტსი ეხმაურებიან. უმცირესობასა და უმრავლესობაში პოზიციები მსგავსია - მხარეებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის იმ ფორმით წარმოდგენილი რომლითაც ის საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს. უმცირესობის წარმომადგენლები ბოლო წლების განმავლობაში მაუწყებელში უარყოფით პროცესებსა და ტენდენციებზე საუბრობენ. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილებების მიღება მაუწყებლის შიდა სამზარეულოს საკითხია და კითხვების გაჩენის შემთხვევაში მზად არიან ხელმძღვანელობას მოუსმინონ.