საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემები ახალ სეზონამდე არ გაჩერდება. ბორდის სხდომაზე ახალი მენეჯმენტის ახალი გეგმაზე სამშაბათს იმსჯელებენ. როგორც ცნობილი ხდება გაუქმდება ე.წ შუქნიშნის სისტემა, სადაც გადაცემები რეიტინგის მიხედვით იყო დალაგებული. სეზონის დახურვის შემდეგ კი ახალ პროგრამებზე კონკურსი გამოცხადდება. ამის შესახებ მედიაკონფერენციაზე ისაუბრეს, რომელიც “ღია საზოგადოება საქართველომ“ გამართა.