საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" პრეზიდენტისგან ბოდიშისმოხდას ითხოვს. "ლელოს" წევრები გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და ქართულ ჯართან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება გააპროტესტეს. "ლელოს" ლიდერების შეფასებით პრეზიდენტის განცხადება ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის დამაზიანებელია. საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" პრეზიდენტს მოუწოდებს დაუყოვნებლივ მოუხადოს ბოდიში თითოეულ ჯარისკაცს.