23:41
14 ივლისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმა მაქსიმუმ 100 ლარის ფარგლებში განისაზღვრება
03-06-2020

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმა მაქსიმუმ 100 ლარის ფარგლებში განისაზღვრება.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, უსაფრთხოების წესის დარღვევაზე სანქციის გატარების საკითხთან მიმართებაში კანონმდებლების მხრიდან შემდეგი მიდგომა განიხილება: ფიზიკური პირებისთვის პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმის ოდენობა არ აღემატებოდეს საშუალო ხელფასის მეათედს, კერძო კომპანიებისა და იურიდიული პირებისთვის კი ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს საშუალო ხელფასის მთლიანი ოდენობით.

ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის და მსჯელობის საგანია, ზუსტად რამდენი ლარით დაჯარიმდება პირი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუმცა ინფორმაციისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1 204 ლარი (ხელზე ასაღები 963 ლარი) იყო, რომლის მეათედიც, საშემოსავლოს გამოკლებით, დაახლოებით 100 ლარამდეა.

AutoPlay
პრეზიდენტმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შიდა ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმსჯელა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ორი ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს, აზერბაიჯანის მხარე კი აცხადებს, რომ არმიის გენერალ-მაიორი და პოლკოვნიკი დაიღუპნენ
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
მამაკაცს, რომელმაც 24 წლის ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, პროკურატურამ ბრალდება დაუზუსტა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
თეირანში, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, შეზღუდვები აღადგინეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ჩინეთის საგარეო უწყება სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებით მაიკ პომპეოს განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები