კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა დროებითი საზედამხედველო გეგმა.
ეროვნული ბანკის ცნობით, სამოქმედო გეგმა გულისხმობს საბანკო სექტორის კაპიტალის და ლიკვიდობის ბუფერების გამოყენებას ფინანსური სტრესის პერიოდში. საზედამხედველო გეგმის თანახმად, კომერციულ ბანკებს შეუმსუბუქდება კაპიტალის მოთხოვნები. აღნიშნული საბანკო სექტორს მილიარდ 600 მილიონი ლარის ოდენობის კაპიტალს გამოუთავისუფლებს, რაც შეიძლება მიმართული იქნას პოტენციური ზარალების გასანეიტრალებლად ან ეკონომიკის 16 მილიარდი ლარით დასაკრედიტებლად.
ჯამურად, საბანკო სექტორს მინიმალური მოთხოვნების ზევით 4 მილიარდი ლარის კაპიტალის ბუფერი გააჩნია, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება სრულად გამოთავისუფლდეს.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე სექტორში არ დგას ლიკვიდობის პრობლემა, ეროვნული ბანკი სრულ მზადყოფნაშია ეკონომიკას საჭირო მოცულობის ლიკვიდობის რესურსი მიაწოდოს.