სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების შემდეგ ოსკაროსანი მსახიობი კევინ სპეისი ჰოლივუდს უბრუნდება, მსახიობი ახალ როლს,ისტორიულ დრამაში, სახელად 1242 – Gateway to the West ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ეს ბრალდებების შემდეგ მისი პირველი მასშტაბური პროექტია. ახალი ფილმი ჩინგიზ ყაენის შვილიშვილის, ბათო ყაენის შესახებ მოგვითხრობს.
5 წელი გავიდა მას შემეგ რაც სპეისი სექსუალურ ძალადობაში არაერთმა, მამაკაცმა დაადანაშაულა.ნეტფლიქსმა მსახიობი 2017 წელს სერიალიდან ბანქოს სახლი (House of Cards) მოხსნა. აღნიშნული ბრალდებების მიუხედავად, დღემდე სასამართლოს მსახიობისთვის გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოუტანია: რამდენიმე პროცესი გაიმართა მის წინააღმდეგ, თუმცა სასამართლომ ის ან უდანაშაულოდ სცნო, ან უარი თქვა განხილვაზე, ან კიდევ ბრალმდებლის გარდაცვალების გამო შეწყდა გამოძიება.