სექტემბერში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა მილიარდ 890 მილიონი ლარით ანუ 5.49%-ით გაიზარდა. სესხების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის 36 მილიარდ 380 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 552 მილიონ 910 ათასი ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა მილიარდ 340 მილიონი ლარით გაიზარდა. სებ-ის ინფორმაციით, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2020 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4 მილიარდ 690 მილიონი ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 12 მილიარდ 810 მილიონი ლარის მოცულობის სესხი.
ამასთან, 2020 წლის სექტემბრის განმავლობაში 4.23%-ით, ანუ 732 მილიონ 340 ათასი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის 18 მილიარდ 50 მილიონი ლარი შეადგინა.