2019 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით ერთი პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 11.2 მეათედი პროცენტით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ფასების 0.9 მეათედი პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.
ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე. კერძოდ ამ ჯგუფზე ფასების 21.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.