საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერი, მთავრობის ადმინისტრაციის მედიაცენტრში, მინისტრთა კაბინეტის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჩავიდა.