სელის თესლი უნიკალური პროდუქტია არაერთი სასარგებლო თვისების გამო. სელი, საზოგადოდ, ფასობს უჯერი ცხიმოვანი ომეგა-მჟავების უხვად შემცველობის გამო. გარდა ამისა, სელის თესლი მდიდარია ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით - E ვიტამინითა და სხვა ნაერთებით. მასში უხვადაა ასევე A, B, C და D ვიტამინები, კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ორგანული პროტეინები, აქტიური მცენარეული ფერმენტები. სელის თესლი აუმჯობესებს გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობას, გამოდევნის ორგანიზმიდან "ცუდ ქოლესტერინს"; მასში 30 %-მდე უჯრედისია, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას.თუ საკვებ რაციონში ჩართავთ სელის თესლსა და ზეთს, მალევე შენიშნავთ თმისა და კანის მდგომარეობის, ასევე, ზოგადი შეგრძნების გაუმჯობესებას. სელის თესლის ფქვილი - აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ნაწლავის ფუნქციას. ზეთი დასალევად გამოიყენება იმუნიტეტის გასაძლიერებლად.სელის ზეთი მდიდარია ქოლინით , რომელიც გვეხმარება სტრესთან გამკლავებაში, ასევე მცენარეული ჰორმონით - ლიგნანით, რომელიც ინფარქტისა და ინსულტის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა. ცხიმოვანი მჟავები აუმჯობესებს სახსრების ელასტიურობას, ხრტილოვანი ქსოვილის მდგომარეობას, აჩქარებს მეტაბოლიზმს ორგანიზმში.სელის ზეთს რამდენადმე სპეციფიკური გემო აქვს, თუმცა, ის შესანიშნავად ერწყმის ახალ ბოსტნეულს, თევზისა თუ კარტოფილის კერძებს. ზოგი მას ფაფებსაც უმატებს. ამ ზეთის გამოყენება პროდუქტების შესაწვავად არ არის რეკომედებული, რადგან ყველა სასარგებლო თვისებას კარგავს. სელის ზეთი აუცილებლად გრილ და ბნელ ადგილას უნდა შეინახოთ, ბოთლის გახსნიდან არაუმეტეს ერთი თვისა.