ბრიტანელმა მუსიკოსმა, სემსმიტმა ახალგავრცელებული კომპოზიციის To Die For აკუსტიკური ვერსია და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოუშვა. ლოს ანჯელესში, ერთ-ერთ სტუდიაში გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ უწევენ 27 წლის არტისტს აკომპანირებას ფორტეპიანოსა და ჩელოს თანხლებით. სიმღერა მუსიკოსის მესამე ალბომში To Die For შევა, რომლის გამოშვებაც მაისის დასაწყისში იგეგმება.