ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 21 ნოემბრის სხდომაზე „თელასის“, „საქორგგაზის“, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა" და "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წინააღმდეგ მოქალაქეთა საჩივრები განიხილა.
სემეკ-ის ცნობით, დაკმაყოფილდა მოქალაქეთა მოთხოვნები და მათ კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოეწერათ. ჩამოწერილი თანხების ჯამმა, 8 ათას 262 ლარი შეადგინა,
სხდომაზე განსახილველად საკითხები სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა წარადგინეს.