სემეკი "ენერგო-პრო ჯორჯიას" საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს, ასევე "ზაჰესს" ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფებს დღეს დაუდგენს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება, რომელზეც სემეკი "ენერგო-პრო ჯორჯიას" საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს - აწჰესი, ლაჯანურჰესი, გუმათჰესი, ჩითახევჰესი, ძევრულჰესი, შაორჰესი, რიონჰესი, საცხენჰესი, ორთაჭალჰესს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს დაუდგენს.