სემეკი ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროების სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას გამართავს - Palitra News

სემეკი ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროების სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას გამართავს

2019-02-26 11:10:34+04:00

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროების სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს. შეხვედრა 15:00 საათზეა ჩანიშნული.როგორც პალიტრანიუსს სემეკიდან აცნობეს, დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. შეხვედრაზე განიხილება კომისიის მიერ შეთავაზებული პროექტი, რომელიც განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე: 2019 წლის 18 იანვარს კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, შემუშავდა პროექტი ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის განსაზღვრასთან დაკავშირებით. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად 2019 წლის 26 აპრილი განისაზღვრა.