საქართველსო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა. მათი უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყდა. კომისიის მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ჩამოწერილი თანხების ჯამურმა მოცულობამ 86 000 ლარი შეადგინა. სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკს, ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.