საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების - შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის", შპს "მცხეთის წყლისა" და შპს „"რუსთავის წყლის" 2018-2020 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციები შეითანხმა. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საინვესტიციო მოცულობა 114 მილიონ ლარს შეადგენს. შპს "რუსთავის წყლის" საინვესტიციო მოცულობა 8.9 მილიონი ლარით განისაზღვრა. ხოლო შპს. "მცხეთის წყალი" 2018-2020 წლებში 1.1 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.