სენაკში დაკარგული ბავშვის მშობლებმა და ნათესავებმა სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. მათი განცხადებით, ჯგუფში, რომელიც სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს, მაშველები მცირე რაოდენობით არიან. დაკარგული ბავშვის ახლობლები სამუშაოებში დამატებითი ძალების ჩართვას ითხოვენ. აქციის მონაწილეებთან პოლიცია მივიდა და რამდენიმე წუთის შემდეგ გზა გახსნა.
იხილეთ:
"დაწვან, მე ხო დამწვარი ვარ" - ვის დასჯას ითხოვენ სენაკში გარდაცვლილი 8 წლის ბიჭის მშობლები?
სენაკში გაუჩინარებულ 8 წლის ბიჭს მდინარე ტეხურაში ეძებენ - დაკავებულია ბავშვის მეზობელი