აშშ-ის სენატმა ქვეყნის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარმომადგენლობითი პალატის "რესპუბლიკელი" წევრი ჯონ რეტკლიფი დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილებას მხარი 49 "რესპუბლიკელმა" სენატორმა დაუჭირა, 44 "დემოკრატი" კი წინააღმდეგი წავიდა. ჯონ რეტკლიფი აღნიშნულ პოსტზე დენ ქოუთს ჩაანაცვლებს.
აღსანიშნავია, რომ ტრამპმა მისი კანდიდატურა 2019 წლის ივლისში წარადგინა, მაგრამ სენატორებმა მისი თანამდებაზე დანიშვნის წინადადება გააკრიტიკეს. მიმდინარე წლის 29 თებერვალს კი დონალდ ტრამპმა რეტკლიფის კანდიდატურა ხელახლა წარადგინა.
შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორი კოორდინაციას უწევს 17 ამერიკული სადაზვერვო სამსახურის საქმიანობას, მათ შორის, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს, თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოსა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს.