"ევროპული საქართველო" დავით სერგეენკოსა და სადაზღვევო კომპანიებს გამოსავალს სთავაზობს. როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა განმარტა, მინისტრის მორიგი ინიციატივა ასიათასობით მოქალაქის ჯანდაცვის კატასტროფული ხარჯების დაფინანსების გარეშე დატოვების რეალურ საფრთხეს შეიცავს. ცვლილება ჯანდაცვის საყოველტა პროგრამაში პირველი მარტიდან შედის ძალაში. ახალი რეგულაციის თანახმად კერძო დაზღვევის მქონე პირები საყოველტაო პროგრამით გათვალისწინებული სერვისებით ვერ ისარგებლებენ.