დასავლეთი მოსკოვის დასჯას მისი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გამო ცდილობს, ბოლო დროს კი შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის დედაქალაქმა რუსეთის განვითარების შეფერხების მიზნით ძალისხმევა გააორმაგეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, საკუთარი ქმედებების გასამართლებლად დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „უსაფუძვლო ბრალდებებს“ უყენებენ და „ცილს წამებენ“.
ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ყველა შეთავაზება პროფესიული დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით დასავლეთის მხრიდან რეაგირების გარეშე რჩება.