რუსეთის პარტია „სპრავედლივაია რასიას“ ლიდერი სერგეი მირონოვი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მთიან ყარაბაღში შესაძლოა, რუსეთის სამშვიდობო ძალები შეიყვანონ.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ გარე ძალები - აქ ადვილია მიხვედრა, რომ ეს რაიმე აბსტრაქტული ძალები არ არის, არამედ ნატოს წევრი ქვეყანა - თურქეთი აშკარად ხელს უწყობს ამ კონფლიქტის, გაღვივებას. მიმაჩნია, რომ რუსეთის მხრიდან სამშვიდობო ძალების შეყვანა საჭირო იქნება მას შემდეგ, რაც მხარეები შეთანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტის და შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ“, - განაცხადა მირონოვმა.