დღეს რომ ნატო-მ გადაწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა სამხედრო კუთხით, დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი დამარცხდება. პუტინს ნატო-სთან ბრძოლის არანაირი შანსი არ აქვს. ახლა ბლეფზე მიდის, იცის, რომ არავის უნდა ნატო სამხედრო ტიპის დაპირისპირებაში იყოს ჩათრეული და ამით სარგებლობს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ "გრასის" დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.როგორც კაპანაძემ აღნიშნა, დასავლეთი იღვიძებს უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე გამოუღვიძია.