წინასაარჩევნო ფასიანი პოლიტიკური რეკლამა შესაძლოა, აიკრძალოს - ინიციატივით პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრი გია ჟორჟოლიანი გამოდის. როგორც გია ჟორჟოლიანი აცხადებს, არჩევნების შედეგები ხშირად არის დამოკიდებული ფინანსებზე, რაც ყველა პარტიას თანაბარ გარემოში არ აყენებს.
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ინიციატივა არასწორია და სამთავრობო ძალის უპირატესობაზე იქნება მიმართული, თუმცა არსებულ ვითარებაში ამაზე საუბარი არასწორია.