"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ინტერპელაციის დროს ოპოზიციას არც ირაკლი ღარიბაშვილისგან და არც მინისტრებისგან, არცერთ კითხვაზე პასუხი არ მიუღია. მისი შეფასებით, ნაცვლად იმისა, რომ სახელისუფლებო გუნდის წევრებს ოპოზიციის შეთავაზებებზე შემხვედრი ნაბიჯები გადაედგათ, მათგან კვლავაც აგრესია, ლანძღვა-გინება და პოლარიზება მიიღეს. როგორც სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, ქვეყნისთვის ეს განსაკუთრებით დამაზიანებელია იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის წევრობა გვსურს.