იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებებს ეხმაურება. მეთოფიშვილი ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგებს თავდასხმისა და მუქარის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მეთოფიშვილი აღნიშნულ ჯგუფს სასამართლოზე გავლენის მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებს. განცხადებას საბჭოს კიდევ ერთი მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილიც ავრცელებს. მისი აზრით, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერების ინიციატორები „სააკაშვილის დროინდელ გადმონაშთებს“ და ,,ანასხლეტებს“ უწოდებენ, როდესაც ისინი სწორედ ამ წარსულს აბრუნებენ.