პირვანდელი ჩანაფიქრის მოკრძალებული მასშტაბების მიუხედავად, სტივენ ნაიტის კრიმინალურმა დრამამ სტარტის აღებისთანავე გამოავლინა სრული პოტენციალი და სწრაფად მოხიბლა თითქმის 3-მილიონიანი აუდიტორია, რომელიც პერსონაჟების აშკარა სისასტიკეზე თვალის დახუჭვით, ინტერესით ჩაება შელბის ოჯახის ცხოვრებასა და მის საქმიანობაში. ნაიტის განცხადებით, სერიალს გასული საუკუნის 20-იანი წლების ბირმინგემის კრიმინალური "ფსკერის" რეალური ისტორია დაედო საფუძვლად, როცა რამდენიმე დაჯგუფების ფონზე შექმნილმა ახალმა და საკმაოდ ძლიერმა ბანდამ სწრაფად გააფართოვა "საქმიანობის" არეალი და მშობლიური ქალაქის შემდეგ, ბრიტანეთის არალეგალური სამყაროც სრულად დაიმორჩილა.