ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემი სუბიექტების მიერ გამოვლენილი დარღვევეის გამო ერთ სუბიექტს მუშაობის უფლება შეუჩერა, 3 სუბიექტი დააჯარიმა, 28-ს კი გაფრთხილება მისცა.
სებ-ში ამბობენ, რომ სანქციები გატარდა მათ შორის, მოსახლეობისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო. ასევე დარღვევებს შორისაა: სარეკლამო შეთავაზებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა; ეთიკის ნორმების დარღვევა; საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროში დარეგისტრირების ვალდებულების შეუსრულებლობა და საოპერაციო ფართის მოწყობასთან და აღრიცხვა/ანგარიშგებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა.ცნობისთვის, 23 სექტემბრის მდგომაროებით, რეგისტრირებულია სესხის გამცემი 199 სუბიექტი.
შეგახსენებთ, რომ სესხის გამცემი სუბიექტი, კერძოდ, ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომლის მიმართაც ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, ეროვნული ბანკის რეგულირებასა და ზედამხედველობას ექვემდებარება.